წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 128 შპს “ ტრანსკომი ”– ს დირექტორის ბ-ნ დავით მახარაძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

ნომერი: 128 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2002

მიღების თარიღი აპრილი 12, 2002

შპს „ტრანსკომი”–ს დირექტორის ბ-ნ დავით მახარაძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შპს „ტრანსკომი”-ს დირექტორის ბ-ნ დავით მახარაძის მიერ საქართველოს ადამინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.

კომისია, აღნიშნავს, რომ შპს „ტრანსკომი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2000 წლის 23 თებერვლის N 5/4-1871  დადგენილებით, დირექტორი – დავით მახარაძე, დაბადებული 1964 წლის 17 დეკემბერს, მცხოვრები ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. N66, ბინა N5) სახელზე 2001 წლის 21 დეკემბერს გაცემულია ლიცენზია N 1298 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე.

            საქმის განხილვისას გამოირკვა შემდეგი გარემოებები:

            შპს „ტრანსკომი” საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას აწარმოებს გადახდის წინასწარი ფორმისა და მომხმარებლის მიერ ზარის აკრეფის რთული მექანიზმის გამოყენებით.

            შპს „ტრანსკომს” თავისი ტარიფები უნდა განესაზღვრა „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N 5 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე” კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის N 7 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლითაც შპს „ტრანსკომი” უფლებამოსილი გახდა საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისას სატელეფონო საუბრების ქვედა ზღვრული ტარიფები შეემცირებინა 30%-ით.

შპს „ტრანსკომი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან, მათ შორის საბილინგო სისტემიდან ფაქტიურად განხორციელებულ ზარებზე შერჩევითი წესით ამოღებული ამონაწერებიდან დასტურდება, რომ შპს „ტრანსკომი”-ს მიერ გამოყენებული ტარიფები არ შეესაბამებოდა კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ზღვრულ ტარიფებს. კერძოდ,  სატელეფონო საუბრების ტარიფები შემცირებულია ევროპის ქვეყნების, აშშ-ს, კანადის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართულებებით, რაც დაადასტურა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ტრანსკომმა”, რომლის ხელმძღვანელობას ახორციელებს დირექტორი ბ-ნი დავით მახარაძე,  დაარღვია კომისიის მიერ 2001 წლის 22 მაისის N5 დადადგენილებით და კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის N7 დადგენილებით გათვალისწინებული ნორმები საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრულ ტარიფებთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს „ტრანსკომი”–ს დირექტორის ბ-ნი დავით მახარაძის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლით გათვალისწინებული ადმნისტრაციული სამართალდარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე და 266-ე მუხლების, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-100 მუხლის საფუძველზე კომისიამ

  

გადაწყვიტა:

  

1. შპს „ტრანსკომი”–ს დირექტორს ბ-ნ დავით მახარაძეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) 5000 ლარის ოდენობით.

            2.  ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) ჩაირიცხოს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის N 012103939 ანგარიშზე 30 დღის განმავლობაში.

            3. შპს „ტრანსკომი”–ს დირექტორი ბ-ნი დავით მახარაძე უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში ათი დღის ვადაში.

            4. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ორგანიზაცია და კონტროლი დაევალოთ კომისიის აპარატის ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                                            ვ.აბაშიძე

           

სხდომის მდივანი:                                                ი.ხარებავა

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები