წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 127 შ . პ . ს . “ საქართველოს ტელეკომი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

ნომერი: 127 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2002

მიღების თარიღი აპრილი 05, 2002

შ.პ.ს. „საქართველოს ტელეკომი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს ტელეკომს” ადგილობრივი სატელეფონო სისტემითა და ქსელით მომსახურეობის განსახორციელებლად N 852 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის შემდეგი რესურსით: სასადგურო ინდექსი - 44 (ორმოცდაოთხი);

2.                  კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „საქართველოს ტელეკომი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის  გამოყენება მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.

3.                  ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები