გადაწყვეტილება N 125 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2002
მიღების თარიღი აპრილი 05, 2002
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამუშაო სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად, დანიშნულების მიხედვით გამოსაყენებლად;
2. შეტანილ იქნეს სიხშირეების ჩამონათვალი კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს თვდაცვის სამინისტროსათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
