წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 123 საქართველოს დაცული ტერიტორიების , ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 123 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2002

მიღების თარიღი აპრილი 05, 2002

საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 

გადაწყვიტა:

 

1.                  მიეცეს ნებართვა საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის დეპარტამენტს მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე, დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.                  უზრუნველყოს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის დეპარტამენტმა საჭიროების შემთხვევაში მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი ნებართვების მიღება;

3.                  აღირიცხოს მაღალსიხშირული  მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა  ბაზაში;

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                         ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები