გადაწყვეტილება N 121 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2002
მიღების თარიღი აპრილი 05, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ზედდებულით (N 23589267091 03.04.02.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აპარატურის შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვების მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე