გადაწყვეტილება N 119 შპს “ რუსთავი 2 ონლაინი ”– ს დირექტორის ბ - ნ დავით დვალისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2002
მიღების თარიღი აპრილი 05, 2002
შპს „რუსთავი 2 ონლაინი”ს დირექტორის ბ-ნ დავით დვალისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შპს „რუსთავი 2 ონლაინი”-ს დირექტორის ბ-ნი დავით დვალის მიერ საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რუსთავი 2 ონლაინი”-ს (რეგისტრირებული ქ. სოხუმის და სოხუმის რაიონული სასამართლოს მიერ 2000 წლის 6 აპრილის N ა/4100/4-10 დადგენილებით, დირექტორი დავით დვალი დაბადებული 1965 წლის 29 მაისს, მცხოვრები ქ. თბილისი ვაჟა ფშაველას გამზირი 75, ბინა 84) სახელზე 2001 წლის 1 მარტს გაცემულია ლიცენზია N 1206 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე.
საქმის განხილვისას გამოირკვა შემდეგი გარემოებები:
შპს „რუსთავი 2 ონლაინი” საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას აწარმოებს გადახდის წინასწარი ფორმისა და მომხმარებლის მიერ ზარის აკრეფის რთული მექანიზმის გამოყენებით.
შპს „რუსთავი 2 ონლაინს” თავისი ტარიფები უნდა განესაზღვრა „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N 5 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე” კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის N 7 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლითაც შპს „რუსთავი 2 ონლაინი” უფლებამოსილი გახდა საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისას სატელეფონო საუბრების ქვედა ზღვრული ტარიფები შეემცირებინა 30%-ით.
„რუსთავი 2 ონლაინი”-ს ტარიფების ანალიზიდან ჩანს, რომ მისი ტარიფები არ შეესაბამებოდა კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ზღვრულ ტარიფებს. ტარიფები შემცირებულია აშშ-სა და კანადის მიმართულებებით და შეადგენდა საუბრების ერთი წუთის ღირებულებას 49 თეთრის ოდენობით, ნაცვლად 70 თეთრისა.
კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „რუსთავი 2 ონლაინმა”, რომლის ხელმძღვანელობას ახორციელებს საწარმოს დირექტორი ბ-ნი დავით დვალი, დაარღვია კომისიის მიერ 2001 წლის 22 მაისის N 5 დადადგენილებით და კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის N 7 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები ზღვრულ ტარიფებთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რუსთავი 2 ონლაინი”ს დირექტორის ბ-ნ დავით დვალის მიერ ჩადენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლით გათვალისწინებული ადმნისტრაციული სამართალდარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე და 266-ე მუხლების, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-100 მუხლის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს „რუსთავი 2 ონლაინი”ს დირექტორს ბ-ნ დავით დვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) 5000 ლარის ოდენობით.
2. ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) ჩაირიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის N 012103939 ანგარიშზე 30 დღის განმავლობაში.
3. შპს „რუსთავი 2 ონლაინი” ს დირექტორი ბ-ნ დავით დვალი უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში ათი დღის ვადაში.
4. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ორგანიზაცია და კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
სხდომის მდივანი: ი. ხარებავა