გადაწყვეტილება N 118 კომპანია “ ტარო ბ . ვ . ი . ინვესტმენტ ინკ ” – ის საქართველოს წარმომადგელობის დირექტორის ბ - ნ მიხეილ ღოთვაძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2002
მიღების თარიღი აპრილი 05, 2002
კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ” ის საქართველოს წარმომადგელობის დირექტორის ბ-ნ მიხეილ ღოთვაძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობის დირექტორის ბ-ნ მიხეილ ღოთვაძის მიერ საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობის, რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 28 ივნისის N 5/8-25 დადგენილებით, დირექტორი მიხეილ ღოთვაძე, დაბადებული 1965 წლის 28 მაისს, მცხოვრები ქ. თბილისი ი.აბაშიძის ქ. N56) სახელზე 2001 წლის 28 სექტემბერს გაცემულია ლიცენზია N 1303 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე.
საქმის განხილვისას გამოირკვა შემდეგი გარემოებები:
კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას აწარმოებს გადახდის წინასწარი ფორმისა და მომხმარებლის მიერ ზარის აკრეფის რთული მექანიზმის გამოყენებით.
კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობას თავისი ტარიფები უნდა განესაზღვრა „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე” კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის N7 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლითაც კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობა უფლებამოსილი გახდა საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისას სატელეფონო საუბრების ქვედა ზღვრული ტარიფები შეემცირებინა 30%-ით.
კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან, მათ შორის საბილინგო სისტემიდან ფაქტიურად განხორციელებულ ზარებზე შერჩევითი წესით ამოღებული ამონაწერებიდან, დასტურდება, რომ კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობის მიერ გამოყენებული ტარიფები არ შეესაბამება კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ზღვრულ ტარიფებს. კერძოდ, სატელეფონო საუბრების ტარიფები შემცირებულია ევროპის ქვეყნების, აშშ-ს, კანადის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართულებებით, რაც დაადასტურა კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობის დირექტორმა.
კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობამ, რომლის ხელმძღვანელობას ახორციელებს დირექტორი ბ-ნი მიხეილ ღოთვაძე, დაარღვია კომისიის მიერ 2001 წლის 22 მაისის N5 დადადგენილებით და კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის N7 დადგენილებით გათვალისწინებული ნორმები ზღვრულ ტარიფებთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობის დირექტორის ბ-ნი მიხეილ ღოთვაძის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლით გათვალისწინებული ადმნისტრაციული სამართალდარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე და 266-ე მუხლების, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-100 მუხლის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობის დირექტორს ბ-ნ მიხეილ ღოთვაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) 5000 ლარის ოდენობით.
2. ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) ჩაირიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის N 012103939 ანგარიშზე 30 დღის განმავლობაში.
3. კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობის დირექტორი ბ-ნი მიხეილ ღოთვაძე უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში ათი დღის ვადაში.
4. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ორგანიზაცია და კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
სხდომის მდივანი: ი. ხარებავა