წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 116 შპს “ ულტრა კომუნიკაციები ”– ს დირექტორის ბ - ნ გიორგი ჩლაიძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

ნომერი: 116 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2002

მიღების თარიღი აპრილი 02, 2002

შპს „ულტრა კომუნიკაციები”–ს დირექტორის ბ-ნ გიორგი ჩლაიძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შპს „ულტრა კომუნიკაციები”-ს დირექტორის ბ-ნ გიორგი ჩლაიძის მიერ საქართველოს ადამინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ულტრა კომუნიკაციები”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მიერ 1999 წლის 8 თებერვლის N 5/4-1928  დადგენილებით, დირექტორი – გიორგი ჩლაიძე დაბადებული 1976 წელს, მცხოვრები ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი მე-5 კვარტალი, კორპუსი მე-4, ბინა 161) სახელზე 1999 წლის 24 სექტემბერს გაცემულია ლიცენზია N 1207 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე.

საქმის განხილვისას გამოირკვა შემდეგი გარემოებები:

შპს „ულტრა კომუნიკაციები” საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას აწარმოებს გადახდის წინასწარი ფორმისა და მომხმარებლის მიერ ზარის აკრეფის რთული მექანიზმის გამოყენებით.

            კომპანიას თავისი ტარიფები უნდა განესაზღვრა „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე” კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის N7 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლითაც კომპანია უფლებამოსილი გახდა საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისას სატელეფონო საუბრების ქვედა ზღვრული ტარიფები შეემცირებინა 30%-ით.

საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან, მათ შორის საბილინგო სისტემიდან ფაქტიურად განხორციელებულ ზარებზე შერჩევითი წესით ამოღებული ამონაწერებიდან, დასტურდება, რომ საწარმოს მიერ გამოყენებული ტარიფები არ შეესაბამება კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ზღვრულ ტარიფებს. კერძოდ,  სატელეფონო საუბრების ტარიფები შემცირებულია ევროპის ქვეყნების, აშშ-ს, კანადის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართულებებით, რაც დაადასტურა კომპანიის წარმომადგენელმა.

    კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ულტრა კომუნიკაციები”, რომლის ხელმძღვანელობას ახორციელებს საწარმოს დირექტორი ბ-ნი გიორგი ჩლაიძე,  არღვევს კომისიის მიერ 2001 წლის 22 მაისის N5 დადადგენილებით და კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის N 7 დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებს ზღვრული ტარიფების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს „ულტრა კომუნიკაციები”–ს დირექტორის ბ-ნ გიორგი ჩლაიძის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლით გათვალისწინებული ადმნისტრაციული სამართალდარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე და 266-ე მუხლების, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-100 მუხლის საფუძველზე კომისიამ

   

გადაწყვიტა:

  

1. შპს „უტრა კომუნიკაციები”–ს დირექტორს ბ-ნ გიორგი ჩლაიძეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) 5000 ლარის ოდენობით.

            2.  ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) ჩაირიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის N012103939 ანგარიშზე 30 დღის განმავლობაში.

            3. შპს „უტრა კომუნიკაციები”–ს დირექტორი ბ-ნ გიორგი ჩლაიძე უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში ათი დღის ვადაში.

            4. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ორგანიზაცია და კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                                            ვ. აბაშიძე

     

სხდომის მდივანი:                                                 ი. ხარებავა

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები