წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 115 შპს “ მაკროკომი ”- სათვის , შპს “ ტრანსკომი ”- სათვის , შპს “ ულტრა კომუნიკაციები ”- სათვის , კომპანია “ ტარო ბ . ვ . ი . ინვესტმენტ ინკ ”- ის საქართველოს წარმომადგელობისათვის და შპს “ რუსთავი 2 ონლაინი ”- სათვის ლ

ნომერი: 115 / 3

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2002

მიღების თარიღი აპრილი 02, 2002

შპს „მაკროკომი”-სათვის, შპს „ტრანსკომი”-სათვის, შპს „ულტრა კომუნიკაციები”-სათვის,  კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”-ის საქართველოს წარმომადგელობისათვის და შპს „რუსთავი 2 ონლაინი”-სათვის ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მაკროკომზე”, შპს „ტრანსკომზე”, შპს „ულტრა კომუნიკაციებზე”, კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”–ის საქართველოს წარმომადგელობაზე და შპს „რუსთავი 2 ონლაინზე” გაცემულია NN 813, 1298, 1207, 1303 და 1206 ლიცენზიები საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე. აღნიშნული ლიცენზიების   პირობებითა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოხსენებულ კომპანიებს განესაზღვრათ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ვალდებულება.

კომისიამ შეამოწმა მითითებული კომპანიების მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე” კომისიის 2001 წლის 19 ოქტომბრის N7 დადგენილების შესრულების მიმდინარეობა. შემოწმებისას დაფიქსირდა, რომ ხსენებული კომპანიები საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას ახორციელებდნენ კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების დარღვევით, რაც წარმოადგენდა მათთვის გაცემული ლიცენზიების პირობებისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევას. კომისიის მოთხოვნის შესაბამისად კომპანიებმა მათ მიერ დაწესებული საერთაშორისო სატელეფონო საუბრების ტარიფები მოიყვანეს შესაბამისობაში „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის დადგენილებასთან, რაც დასტურდება კომისიის აპარატის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული შემოწმებითა და თავად კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათ შორის საბილინგო სისტემების ამონაწერებით.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

  გადაწყვიტა:

1. მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია შპს ”მაკროკომის”, შპს „ტრანსკომის”, შპს „ულტრა კომუნიკაციების”, კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”–ის საქართველოს წარმომადგელობის და შპს „რუსთავი 2 ონლაინის” მიერ საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე დაწესებული ტარიფების „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებით დაწესებულ ზღვრულ ტარიფებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ  სამსახურს (გ.ბუთბაია) საერთაშორისო სატელეფონო კავშირის ოპერატორი კომპანიების მიერ დაწესებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფების თაობაზე სათანადო მონიტორინგის სისტემატიურად წარმოება.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ეკონომიკურ  სამსახურს (გ.ბუთბაია).

კომისიის თავმჯდომარე:                     ვ.აბაშიძე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები