გადაწყვეტილება N 114 შპს “ ბი ეს ვი ტრანსი ” - სათვის სამუშაო სიხშირეების ( 152 . 375 მგჰც და 160 . 975 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2002
მიღების თარიღი აპრილი 02, 2002
შპს „ბი ეს ვი ტრანსი” -სათვის სამუშაო სიხშირეების (152.375 მგჰც და 160.975 მგჰც) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ბი ეს ვი ტრანსს” 152.375 მგჰც და 160.975 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „ბი ეს ვი ტრანსმა” სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბი ეს ვი ტრანსი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე