გადაწყვეტილება N 113 სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრისათვის სამუშაო სიხშირის ( 153 . 400 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2002
მიღების თარიღი აპრილი 02, 2002
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის სამუშაო სიხშირის (153.400 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს 153.400 მგჰც სამუშაო სიხშირე, დედოფლისწყაროს რაიონში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე