გადაწყვეტილება N 112 ქ . ვლადიკავკაზში მონაცემთა უმავთულო გადაცემის ქსელის სადგურის “ VLADIKAVKAZ / GL - AL RRL ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2002
მიღების თარიღი აპრილი 02, 2002
ქ. ვლადიკავკაზში მონაცემთა უმავთულო გადაცემის ქსელის სადგურის „VLADIKAVKAZ/GL-AL RRL”
წარმოდგენილი ტექნიკური
მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო
სამსახურის წერილი (16.11.01. №
UMS- 50/2133) ქ. ვლადიკავკაზში მონაცემთა უმავთულო გადაცემის ქსელის
სადურისათვის „VLADIKAVKAZ/GL-AL RRL” მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს ქ. ვლადიკავკაზში მონაცემთა უმავთულო გადაცემის ქსელის სადგურის „VLADIKAVKAZ/GL-AL RRL” გამოყენებაზე (16.11.01. № UMS-50/2133 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე