გადაწყვეტილება N 104 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2002
მიღების თარიღი მარტი 19, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის
საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეტანილ იქნეს გარკვეული ცვლილებები (თან ერთვის) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 13 ივლისის N 366/17 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმოდგენილი საშტატო განრიგი ( დანართი 1 ).
2.კომისიის აპარატის ეკონომიკურმა სამსახურმა წარმოდგენილი საშტატო განრიგის შესაბამისად კომისიის ადმინისტრაციული სამსახურის მძღოლების და ელექტრო სპეციალისტის ხელფასის გაანგარიშება მოახდინოს 2002 წლის 1 აპრილიდან.
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ადმინისტრაციულ ( ი.ლორია) და ეკონომიკურ ( გ. ბუთბაია) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
