გადაწყვეტილება N 1 საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა ლიგისათვის სამუშაო სიხშირეების ( 401 , 250 მგჰც და 406 , 250 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2002
მიღების თარიღი იანვარი 04, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა ლიგას 401,250 მგჰც და 406,250 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა ლიგამ სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა ლიგისათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
