გადაწყვეტილება N 552 ს / ს “ საქართველოს ელექტროკავშირი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

ნომერი: 552 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2001

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2001

ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს” ადგილობრივი სატელეფონო სისტემითა და ქსელით მომსახურეობის განსახორციელებლად N 247 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის შემდეგი რესურსით:

ინდექსი - 10 (ათი);    

2.                  ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

                        კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები