წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 550 NOJAY - URT CHECH - 103 . 6 MHz , TOLSTOY - URT CHECH – 104 . 6 MHz და CHERVLENAYA CHECH - 104 . 2 MHz წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის შესახებ

ნომერი: 550 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2001

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2001

რუსეთის   რადიოსამაუწყებლო   სადგურების        NOJAY-URT CHECH-103.6 MHz, TOLSTOY-URT CHECH –104.6 MHz  და CHERVLENAYA CHECH-104.2 MHz წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (11.07.01.        № UМS- 50/1372)  რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისათვის NOJAY-URT CHECH-103.6 MHz, TOLSTOY-URT CHECH –104.6 MHz  და CHERVLENAYA CHECH-104.2 MHz მინიჭებული არხების გამოყენების  შესახებ და

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო   სადგურების NOJAY-URT CHECH-103.6 MHz, TOLSTOY-URT CHECH-104.6 MHz  და CHERVLENAYA CHECH-104.2 MHz გამოყენებაზე (11.07.01წ. № UМS- 50/1372 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები