წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 545 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 545 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2001

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2001

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული   ანგარიშფაქტურით (N 250633 20.11.01.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აპარატურის შემოტანისთანავე მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                        კომისიის  თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები