გადაწყვეტილება N 544 შპს “ ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახური ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 153 , 375 ; 160 , 975 ; 151 , 150 და 156 , 775 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2001
მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2001
შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახური”- სათვის სამუშაო სიხშირეების (153,375; 160,975; 151,150 და 156,775 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურს” 153,375; 160,975; 151,150 და 156,775 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურმა” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახური”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე