გადაწყვეტილება N 542 შპს “ მაგთიკომი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2001
მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „მაგთიკომს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 20011210 10.12.01.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა” აპარატურის შემოტანისთანავე მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე