გადაწყვეტილება N 541 საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2001
მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 1121786 (07.12.01.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობამ საქართველოში აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე.