წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 539 საჯარო ინ ფ ორმაციის გაცემის , საჯარო ინ ფ ორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნისა და მოთხოვნის დაკმაყო ფ ილებაზე ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ანგარიშის განხილვის შესახებ

ნომერი: 539 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2001

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2001

საჯარო ინფორმაციის გაცემის, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ  გადაწყვეტილებებზე ანგარიშის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ერონვულმა კომისიამ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1. კომისიის აპარატის საქმეთა მმართველის ი.ხარებავას ინფორმაცია ( თან ერთვის) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ  გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ  მიღებულ იქნეს ცნობად.

2. მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი ანგარიში (თან ერთვის)  - საჯარო ინფორმაციის გაცემის, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებული  გადაწყვეტილებების შესახებ, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით.

3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს კომისიის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ  გადაწყვეტილებების  შესახებ.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ  (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურს.

            კომისიის თავმჯდომარის

        მოვალეობის შემსრულებელი:                                                  კ. პოპიაშვილი.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები