წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 537 რუსეთის ტვ სადგურების GELENDZHIK KRAS-47 TBK (MOD) და ANAPA KRAS-49 TBK (MOD) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის შესახებ

ნომერი: 537 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2001

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2001

რუსეთის ტვ  სადგურების GELENDZHIK KRAS-47 TBK (MOD) და  ANAPA KRAS-49 TBK (MOD) წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (06.07.01.       № UМS- 50/1325)  რუსეთის  ტვ სადგურებისათვის GELENDZHIK KRAS-47 TBK (MOD) და ANAPA KRAS-49 TBK (MOD)  მინიჭებული არხების გამოყენების  შესახებ და

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ტვ სადგურების GELENDZHIK KRAS-47 TBK (MOD) და ANAPA KRAS-49 TBK (MOD)  გამოყენებაზე (06.07.01.წ № UМS - 50/1325 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით) ;

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარის

      მოვალეობის  შემსრულებელი                                                    კ. პოპიაშვილი

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები