გადაწყვეტილება N 535 შპს “ ომეგა - 2 ”- სათვის სამუშაო სიხშირის ( 157,000 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2001
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2001
შპს „ომეგა-2”- სათვის სამუშაო სიხშირის
(157,000 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ომეგა-2”-ს 157,000 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „ომეგა-2”-მა სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ომეგა-2”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. პოპიაშვილი