გადაწყვეტილება N 531 გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში ( UNOMIG ) მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2001
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG) შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 5084719846 (21.11.01.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. აღირიცხოს შემოტანისთანავე გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში (UNOMIG) განკუთვნილი მაღალსიხშირული მოწყობილობა კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. პოპიაშვილი