გადაწყვეტილება N 529 ” ნუმერაციის რესურსის გამოყო ფ ის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე ” დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2001
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2001
”ნუმერაციის რესურსის გამოყოფის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე” დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ერონვულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1.მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ”ნუმერაციის რესურსის გამოყოფის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ” სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით.
2. დადგენილების პროექტი „ნუმერაციის რესურსის გამოყოფის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე” დასკვნისათვის წარდგენილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე.