”ნებართვების გაცემისა და რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების თაობაზე” დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ერონვულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1.მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ”ნებართვების გაცემისა და რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების თაობაზე” სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;
2. დადგენილების პროექტი “ნებართვების გაცემისა და რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების თაობაზე” დასკვნისათვის წარდგენილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე.