წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 527 ლიცენზიებით განსაზღვრულ ვადებში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

ნომერი: 527 / 4

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2001

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2001

ლიცენზიებით განსაზღვრულ ვადებში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ რიგი ლიცენზიის მფლობელების მიერ დარღვეულია კომისიის მიერ განსაზღვრული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1) გაუქმდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ლიცენზიები ლიცენზიის მფლობელების მიერ განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო:

ა) შპს „ტრანს ჯორჯია ტელეკომ კორპორაცია” - ლიცენზია N1168;

ბ) შპს „მ და გ” - ლიცენზია N1015, 1016;

გ) შპს „მზე” - ლიცენზია N901, 902, 905, 906;

დ) შპს „საქტელკომპლუსი” - ლიცენზია N1018;

ე) შპს „იბერიატელი” - ლიცენზია N988;

ვ) შპს „ომეგა” - ლიცენზია N1256;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                        ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები