წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 526 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

ნომერი: 526 / 4

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2001

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2001

ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით

რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ რიგ ლიცენზიებს გაუვიდა მოქმედების ვადა, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ლიცენზიები მოქმედების ვადის გასვლის გამო:

ა) შპს „პეიჯინგ 1 ”- ლიცენზია N117;

ბ) შპს „მულტიმედია ცენტრი” - ლიცენზია N1096;

გ) შპს „რეზონანსი” - ლიცენზია N756;

დ) შპს „სკს” - ლიცენზია N649;

ე) შპს „ტარო ინვესტი” - ლიცენზია N642;

ვ) „სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირ” – ლიცენზია N1019;

ზ) შპს „ნიკა 95” – ლიცენზია N519;

თ) შპს „აია ტვ” - ლიცენზია N864;

ი) შპს „ა+ბ” - ლიცენზია N599;

კ) შპს „ნოსტალგია” - ლიცენზია N785;

ლ) ინდივიდუალური საწარმო „მარლენ გრიგალაშვილი” - ლიცენზია N450;

მ) ინდივიდუალური საწარმო „ივანე ხეიძე” - ლიცენზია N698;

ნ) „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი” - ლიცენზია N518.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე), ტექნიკურ (მ.გოთოშია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                        ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები