წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 523 “ ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი ”- სათვის საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 523 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2001

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2001

„ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი”-სათვის საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ლიცენზია „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს” საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო ტელემაუწყებლობა (ქ.თბილისი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) და ტექნიკურ (მ.გოთოშია) სამსახურებს.

        კომისიის თავმჯდომარე:                         ვ. აბაშიძე
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები