წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 517 საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 517 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2001

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2001

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის  გამოყენებაზე   ნებართვის გაცემის შესახებ

    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ   „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად

 

გადაწყვიტა:

 

1.      მიეცეს ნებართვა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს,თანამგზავრული სადგურის გამოყენებაზე ქ. თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ოფისში (ვ. ბარნოვის ქ. 52);

              2. უზრუნველყოს     საქართველოში      ჩინეთის      სახალხო     რესპუბლიკის

               საელჩომ   საჭიროების   შემთხვევაში   მაღალსიხშირული    მოწყობილობის

               გამოყენებისათვის       მოქმედი     კანონმდებლობით     გათვალისწინებული

               აუცილებელი ნებართვების მიღება;

          3. აღირიცხოს   საქართველოში   ჩინეთის  სახალხო     რესპუბლიკის   საელჩოს

     მიერ  გამოყენებისათვის  განკუთვნილი   მაღალსიხშირული  მოწყობილობა

     კომისიის შესაბამის მონაცემთა  ბაზაში;

          4. კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ.ძაგნიძე).

               კომისიის თავმჯდომარე                                          ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები