შპს “აიეტი”- სათვის სამუშაო სიხშირეების (405,175 და 420,175 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “აიეტს” 405,175 მგჰც და 420,175 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს შპს “აიეტმა” სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “აიეტი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე