შპს “იბერია TV”- სათვის სამუშაო სიხშირის (11 106 მგჰც) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “იბერია TV”-ს რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის 11 106 მგჰც სამუშაო სიხშირე;
2. უზრუნველყოს შპს “იბერია TV”-მ სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა რადიოსარელეო სადგურის ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “იბერია TV”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე