გადაწყვეტილება N 514 შპს “ნავთობგეოფიზიკა”- სათვის სამუშაო სიხშირის ( 150 , 125 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2001
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2001
შპს „ნავთობგეოფიზიკა”- სათვის სამუშაო
სიხშირის (150,125 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ნავთობგეოფიზიკას” 150,125 მგჰც სამუშაო სიხშირე, მანგლისის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „ნავთობგეოფიზიკამ” სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ნავთობგეოფიზიკა”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე