გადაწყვეტილება N 510 შპს “ საქართველოს ტელეკომსა ” და შპს “ ახალ ქსელებს ”, შპს “ საქართველოს ტელეკომსა ” და სს “ საქართველოს ელექტროკავშირს ”, შპს “ საქართველოს ტელეკომსა ” და შპს “ ახტელს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ო
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2001
მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2001
შპს „საქართველოს ტელეკომსა”და შპს „ახალ ქსელებს”, შპს „საქართველოს ტელეკომსა” და სს „საქართველოს ელექტროკავშირს”, შპს „საქართველოს ტელეკომსა”და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა რა დავა შპს „საქართველოს ტელეკომსა” და შპს „ახალ ქსელებს”, შპს „საქართველოს ტელეკომსა” და სს „საქართველოს ელექტროკავშირს”, შპს „საქართველოს ტელეკომსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ტარიფის ოდენობის თაობაზე, დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები შესაბამისობაშია მოსაყვანი „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მოთხოვნებთან. ამასთან მხარეებმა აღნიშნეს, რომ ხელშეკრულებების „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცედურა მიზანშეწონილია წარიმართოს აღნიშნული დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „საქართველოს ტელეკომმა” სს „საქართველოს ელექტროკავშირს”, შპს „ახალ ქსელებს” და შპს „ახტელს” 2001 წლის 30 ნოემბრამდე წარუდგინოს„კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილი განაცხადი.
2. მხარეებმა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცედურა წარმართონ აღნიშნული დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე