გადაწყვეტილება N 507 შპს “ ნეოკომი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2001
მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „ნეოკომს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურებით N GUR-002/01-EXP (14.11.2001) და N GUR-001/01-EXP (14.11.2001) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს „ნეოკომმა” შემოტანისათანავე ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვების მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს /თ.ძაგნიძე/;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე