წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 502 შპს “ საქართველოს მილსადენების კომპანია ( GPC )”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 502 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2001

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2001

შპს „საქართველოს მილსადენების კომპანია (GPC)”- სათვის  მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს მილსადენების კომპანია (GPC)”-ს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული   ანგარიშფაქტურებით N 254.0110/2 (17.10.01.) და N 254.0110/1 (17.10.01.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „საქართველოს მილსადენების კომპანიამ (GPC)” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვების მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები