გადაწყვეტილება N 496 შპს “ რუსთავი 2 ონლაინსა ” და შპს “ ჯეოსელს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2001
მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2001
შპს „რუსთავი 2 ონლაინსა” და შპს „ჯეოსელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „რუსთავი 2 ონლაინმა” მიმართა შპს „ჯეოსელს” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომლისგანაც არ მიუღია სათანადოდ დასაბუთებული წერილობითი პასუხი „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რუსთავი 2 ონლაინი” კომისიას სთხოვს ჩაერთოს მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში აღნიშნული დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 11-ე თავის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს შპს „რუსთავი 2 ონლაინსა” და შპს „ჯეოსელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2001 წლის 27 ნოემბერს 1400 საათზე.
2. უზრუნველყონ შპს „რუსთავი 2 ონლაინმა” და შპს „ჯეოსელმა” 2001 წლის 20 ნოემბრამდე კომისიისათვის „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის ან „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-6 მუხლით დადგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების საკუთარი ვარიანტის წარმოდგენა.
3. დაეგზავნოს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლი შპს „რუსთავი 2 ონლაინსა” და შპს „ჯეოსელს”.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია), ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
