გადაწყვეტილება N 481 ინდივიდუალური მეწარმე “ივანე ხეიძე”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2001
მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2001
ინდივიდუალური მეწარმე „ივანე ხეიძე”- სათვის მაღალსიხშირული
მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე
ნებართვის გაცემის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ინდივიდუალურ მეწარმეს „ივანე ხეიძე”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 0037/10/01 (31.10.01) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ. ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე