გადაწყვეტილება N 469 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არქივის დებულების დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2001
მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
არქივის
დებულების დამტკიცების შესახებ
კომისიის აპარატში არსებული დოკუმენტაციის დაცვის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არქივის დებულება” სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით.
2.კომისიის თავმჯდომარემ (ვ. აბაშიძე) შესაბამისი ბრძანებით დანიშნოს საარქივო საქმეზე გამოყოფილი პირი.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე.
