წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 468 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ხელახალ რეგისტრაციაში გატარებული ტელერადიომაუწყებლობის რიგი ოპერატორების ლიცენზიების “ კავშირგაბმულობისა და ფ ოსტის შესახებ ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყ

ნომერი: 468 / 2

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2001

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2001

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ

ხელახალ რეგისტრაციაში გატარებული ტელერადიომაუწყებლობის რიგი ოპერატორების ლიცენზიების „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2000 წლის 13 დეკემბერს „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ლიცენზიის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ცნების განმარტების შემდგომ საჭირო გახდა ხელახალ რეგისტრაციაში გატარებული ტელერადიომაუწყებლობის იმ ოპერატორებისათვის, რომლებიც არ ახორციელებენ პრაქტიკულ საქმიანობას, აღნიშნული საქმიანობის დაწყების ვადის განსაზღვრა.

კომისია აქვე აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 მაისის N 7/4-784, 2001 წლის 4 ივნისის N7/4-1801 და 2001 წლის 20 აგვისტოს N7/4-1801 დადგენილებების საფუძველზე შპს „ტვ-33”-ის ნატურით გაყოფის შედეგად შპს „ატვ” გამოცხადდა შპს „ტვ-33”-ის სამართალმემკვიდრედ და რიგი ლიცენზიების მფლობელად.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის საფუძველზე, 2000 წლის 1 სექტემბრიდან 2001 წლის 1 ივლისამდე ხელახალ რეგისტრაციაში გატარებული ტელერადიომაუწყებლობის რიგი ოპერატორების ლიცენზიების „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს 2000 წლის 1 სექტემბრიდან 2001 წლის 1 ივლისამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ხელახალ რეგისტრაციაში გატარებული ტელერადიომაუწყებლობის რიგი ოპერატორების შემდეგი ლიცენზიები:

ა) შპს „თბილისი”-ს ლიცენზია N67 – ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვროს 2001 წლის 31 დეკემბერი;

ბ) შპს „ატვ”-ს ლიცენზიები: N479, N480, N481, N482, N483, N484, N485, N486, N487, N488, N489, N490, N491, N492, N493, N494, N495, N496, N497, N498, N500 - ლიცენზიებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვროს 2001 წლის 31 დეკემბერი;

გ) შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია”-ს ლიცენზიები N477 და N478 - ლიცენზიებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვროს 2001 წლის 31 დეკემბერი;

დ) შპს „მაია-ტვრ”-ს ლიცენზია N1149 - ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვროს 2001 წლის 31 დეკემბერი.

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                                       ვ.აბაშიძე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები