გადაწყვეტილება N 467 შპს “ იბერიატელი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2001
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „იბერიატელს” ადგილობრივი სატელეფონო სისტემითა და ქსელით მომსახურეობის განსახორციელებლად N 984 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის შემდეგი რესურსით:
ქუთაისი 8231 1 0XXX
წყალტუბო 8240 5 0XXX
სამტრედია 8211 5 0XXX
ვანი 8232 5 0XXX
ბაღდადი 8234 5 0XXX
თერჯოლა 8291 5 0XXX
ზესტაფონი 8292 3 0XXX
ტყიბული 8297 5 0XXX
ჭიათურა 8279 3 0XXX
საჩხერე 8235 5 0XXX
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხინუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
