გადაწყვეტილება N 466 გაეროს განვითარების პროგრამისათვის ( UNDP ) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2001
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურა N MGPS57404 (11.10.2001)-ით გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მისი აღრიცხვისათვის;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
