გადაწყვეტილება N 465 რუსეთის საშუალოტალღოვანი სადგურის VOLGOGRAD-810 კჰც წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით მოდიფიცირებაზე არ დათანხმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2001
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2001
რუსეთის
საშუალოტალღოვანი სადგურის VOLGOGRAD-810
კჰც
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით
მოდიფიცირებაზე არ დათანხმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაითვალისწინა რა 810 კჰც სიხშირეზე მომუშავე დუშეთის სამაუწყებლო რადიოსადგურის GE 75-ის თანახმად 100 კვტ-მდე შემცირებული სიმძლავრის დადგენილი დონე, აგრეთვე რუსეთის ადმინისტრაციის მომართვის შესაბამისად რადიოსადგურ VOLGOGRAD-810 კჰც მოდიფიცირებით გამოსხივებული ეფექტური სიმძლავრის 1000 კვტ-მდე გაზრდის საკითხი, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. არ დაეთანხმოს რუსეთის საშუალოტალღოვანი სადგურის VOLGOGRAD-810 კჰც
მოდიფიცირებას, ფორმა TO3-ში წარმოდგენილ ტექნიკური მახასიათებლებით;
2. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
