გადაწყვეტილება N 458 საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2001
მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე, დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. უზრუნველყოს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელმა სახელმწიფო სააგენტომ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოდან გატანის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
