გადაწყვეტილება N 451 ევროკავშირის ევროკომისიის დელეგაციისათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2001
მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ევროკავშირის ევროკომისიის დელეგაციას საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე (გადამცემი რადიოსადგურები) წარმოდგენილი ანკეტისა და დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
