საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსებისმარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოსათვისსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს 153,325 მგჰც; 153,3375 მგჰც; 173,325 მგჰც; 173,025 მგჰც; 452,2875 მგჰც; 457,9625 მგჰც; 457,9375 მგჰც და 459,125 მგჰც სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით, ვაზიანი-სართიჭალის ტერიტორიაზე შიდასაწარმოო დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით საქმიანობის განხორციელებისათვის, 2001 წლის ბოლომდე;
2. უზრუნველყოს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელმა სახელმწიფო სააგენტომ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
