შპს “ჯინი”- სათვის (36,225 მგჰც) სამუშაო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ჯინს” 36,225 მგჰც სიხშირე მეორადი გამოყენების უფლებით, ქ. თბილისში სამსახურებრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს შპს “ჯინ”-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
