წვდომის მენიუ

შპს ”მობილფონი“- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 432 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2001

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.       მიეცეს ნებართვა შპს “მობილფონს” შემოიტანოს საქართველოში თანდართული   ანგარიშ-ფაქტურით   N 4016522   (07.09.01)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;      

 

2.     უზრუნველყოს შ.პ.ს.“მობილფონმა” მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის და გამოყენებაზე ნებართვის  მისაღებად;

3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 კომისიის  თავმჯდომარე                                     ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები