შპს ”საქნავთობგეოფიზიკა“- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს “საქნავთობგეოფიზიკას” შემოიტანოს საქართველოში თანდართული ანგარიშ-ფაქტურით N 1782 (05.09.01) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს “საქნავთობგეოფიზიკამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის და გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
