გადაწყვეტილება N 426 შპს “ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”-სათვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2001
მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2001
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტის, 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ბ) ქვეპუნქტის, 36 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 7 სექტემბრის N 43 საკონკურსო სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”-ს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;
ნუმერაციის რესურსი: გამოეყოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად კოდი 8-64 (რვა-ექვსი-ოთხი);
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
